შიგნით არ გვიშვებენ. საბუთს არ გვაძლევენ. სად არის საბუთი, როცა ბავშვები ფაქტობრივად, მძევლად ჰყავთ აყვანილი. საბუთის გარეშე არიან ოფისში შეჭრილები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს შიშის დათესვა.
“ახლა ამათ ჰგონიათ, რომ ვიღაცას აშინებენ. არავის არაფრის არ ეშინია, საღამოს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე ოდესმე იყო. ამათ უნდათ შიშის დათესვა.
შიგნით არ გვიშვებენ. საბუთს არ გვაძლევენ. სად არის საბუთი, როცა ბავშვები ფაქტობრივად, მძევლად ჰყავთ აყვანილი. საბუთის გარეშე არიან ოფისში შეჭრილები”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული.