spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში

სასწრაფოდ უნდა მოხდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა ადგილზე, სწრაფად დათვლა ზარალის, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, უნდა მოწესრიგდეს სწრაფად ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გურჯაანში განაცხადა.

 

“უმძიმესი მდგომარეობაა გურჯაანში, დატბორილია ცენტრალური ნაწილი. მუნიციპალიტეტში დაზარალდა მოსახლეობა, მათ შორის სეტყვამ ფაქტობრივად გურჯაანის დიდ ნაწილს შეუქმნა პრობლემა. 

 

სასწრაფოდ უნდა მოხდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა ადგილზე, სწრაფად დათვლა ზარალის, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, უნდა მოწესრიგდეს სწრაფად ინფრასტრუქტურა. 

 

გურჯაანის მერია ვერ ეყოფა ამ საქმეს, ამ საქმეს ჭირდება ხელისუფლება, ყველას მობილიზება. 

 

ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანი ვალდებულებაა. 

 

ხვალ დილიდან მე პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, დატბორილია ბაზარი, სახლები, ავტომობილები, რომელიც წყალმა წაიღო. 

 

წაიღო გზა და ინფრასტრუქტურა გურჯაანში და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცის ჩართულობა, ბიუჯეტზე მათ მიუწვდებათ ხელი, სარეზერვო ფონდებზე მათ მიუწვდებათ ხელი, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Flevan.xabeishvili%2Fposts%2Fpfbid02C3gj6qAJJ5YNBF3ZQB9n4M7BPEuP5X3Gjzj9CYgAn4mwQJk2mPuHCgmeCswMuqxzl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”748″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები