spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველასთან იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა

მნიშვნელოვანია ყველამ ერთად გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციების გამო, პირადი წყენების გამო არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

“ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურად ყველასთან იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური ერთობა.

 

თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს “გამარჯვების პლატფორმა” და ამ პლატფორმაზე, ცხადია, ნებისმიერი ადამიანისთვის კარი ღიაა, ვისაც სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

არავის დახურულ კარს მიღმა არ ვხვდები. საჯაროდ, გვაქვს ეს კონკრეტული შეთავაზებები და ყველამ კარგად უნდა გაიგოს – “ნაციონალურ მოძრაობაში” განსაკუთრებით, დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ადამიანი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები