spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – დალეწეს “ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი, ცდილობდნენ შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის შვილთან ერთად

100-მდე შეიარაღებული “ტიტუშკა” თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის პოლიციასთან და სუსთან ერთად დაგეგმილი ოპერაცია.

 

“100-მდე შეიარაღებული ” ტიტუშკა”  თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხის შუბებს ესროდნენ ოფისს და ჩალეწეს ყველაფერი. 

 

ეს არის, როცა სალაპარაკო არ აქვს ივანიშვილს, ასეთ რაღაცებს გეგმავს ჩუმად, ღამით მოპარვით. ეს არის ის ენა, რითაც სურს ივანიშვილს ელაპარაკოს ქართველ ხალხს. პოლიცია მოვიდა ერთი საათის შემდეგ. ეს არის პოლიციასთან, სუსთან ერთად დაგეგმილი ოპერაცია. პოლიცია ყველაფერს უყურებდა, ყველა ავტომობილის ამოცნობა არის შესაძლებელი.

 

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ერთი წამითაც არ უნდა შეგვეშინდეს. ძლიერი ასე არ იქცევა. ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე ასე არ იქცევა, ასე იქცევიან სუსტები, მხდალები ანუ ივანიშვილი და მისი ბანდა. ასე იქცევიან რუსეთში.

 

მთავარი გველოდება წინ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ივანიშვილის “ტიტუშკების” არავის ეშინია. მოახლოებულია მათი დასასრული, იციან ეს და სალაპარაკო მათ არაფერი დარჩენიათ, მხოლოდ ძალადობა და მეტი არაფერი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები