spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – დარწმუნებული ვარ, გარკვეული დიდი ერთობა აუცილებლად იქნება

არავის ნიშნის მოგებით არ ველაპარაკებით, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, –  ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, გარკვეული ერთობა შედგება, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება.

 

“არავის ნიშნის მოგებით არ ველაპარაკებით, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს. გვესმის კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენთვის უსიამოვნოა, სამწუხაროდ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველ ხალხთან, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ფიზიკურად მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა.

 

დარწმუნებული ვარ, გარკვეული დიდი ერთობა აუცილებლად იქნება, ვიქნებით თუ არა ამ კონკრეტული ერთობის ინიციატორებიც და თუ საჭირო გახდა რიგითი წევრები? რა თქმა უნდა, ვიქნებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. 

 

საქართველოს აქვს დღეს ისტორიული შანსი, რომ ევროკავშირის წევრობით მიაღწიოს რას – რომ არათუ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები, არამედ რეგიონში მთავარი დამსაქმებელი იქნება საქართველო”, – განაცხადა ლევან  ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები