spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – დეკანოიძეზე და სამნიძეზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, შემთხვევით რაღაც მოსდიოდეთ, “ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს

ხატია დეკანოიძეზე და ხათუნა სამნიძეზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, შემთხვევით რაღაც მოსდიოდეთ. ეს „ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

ხაბეიშვილის თქმით, განცხადებები, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას, სრული ბოდვა და სიგიჟეა.

 

“სრული ბოდვა, სიგიჟეა. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანები ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. ვერ წარმომიდგენია, ეს წინადადებათა წყობა რატომ უნდა მოიფიქრო და შემდეგ თქვა. გულწრფელად არ მინდა, დავუშვა, რომ ეს არის მიზანმიმართულად, რუსული პარტიის საამებლად გაკეთებული. არ მინდა, ეს დავუშვა, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად ასე გამოიყურება. ამ ადამიანებზე დაბალი წარმოდგენის არ ვარ და არ მგონია, შემთხვევით, რაღაც უგუნურად მოსდიოდეთ. ჩემდა სამწუხაროდ, დაგეგმილად რუსული, „ქოცური“ პროპაგანდის გაგრძელებას ჰგავს. გულწრფელად ვდარდობ ამ ადამიანებზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

ხათუნა სამნიძემ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხზე ოპოზიცია არაერთგვაროვან გზავნილებს აჟღერებს და ეს პარტნიორებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები