spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, აღვმართეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ამას გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში

“გამარჯვების პლატფორმამ” წყალტუბოს რაიონში, სიმბოლურად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აღმართა.

 

“ევროკავშირი გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. 

 

ევროკავშირი გვჭირდება იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირში კი არ უნდა გარბოდეს სამუშაოდ, არამედ საქართველოში იქმნებოდეს ეკონომიკა, დოვლათი, საქართველოს მოქალაქე იყოს საქართველოში, თავის ოჯახთან, ევროპული პენსია, ევროპული შემოსავალი, ევროპული უსაფრთხოება და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული კამპანია ,რაც გულისხმობს შემდეგს – ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ჩავალთ და აღვმართავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს იმის ნიშნად, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპას.

 

ჩვენი უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ხალხის უზრუნველი ცხოვრება სწორედ შესაძლებელია ევროკავშირთან ერთად.

 

დღეს დავიწყეთ წყალტუბოდან, იმ სოფლიდან, სადაც არასდროს „რუსულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ არ მოუგია, ესეც სიმბოლურია, შესაბამისად, აქ აღვმართეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

 

ამას გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ძალიან ბევრ სოფელში”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები