ჭოჭმანი არც კი არსებობს პარტიაში, რომ დიახ, ჩვენ ვიქნებით ყველანაირი ერთობის მომხრე. ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ ხალხის მსახურებაა პოლიტიკა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ არსებობს პირადი ინტერესები.
“ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებებს არ იღებს პირადი მოწონება-არმოწონებით, ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ ხალხის მსახურებაა პოლიტიკა, ამიტომ, “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ არის პრობლემა, ჭოჭმანი არც კი არსებობს პარტიაში, რომ დიახ, ჩვენ ვიქნებით ყველანაირი ერთობის მომხრე.
ყველანაირი ამბიცია უნდა იყოს გადადებული გვერდზე, იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნაზე, საქართველოს ევროპული მომავლის არსებობა-არარსებობაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.