მნიშვნელოვანია, გადადონ გვერდზე ამბიციები. მე მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტზე არასდროს მომიწერია ხელი, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, მაგრამ არასდროს არავინ დამიმუნათებია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში მთავარი ერთობაა.
“ყველა უნდა ვლაპარაკობდეთ ერთი პირით, ერთმანეთთან ქიშპობაში კი არ უნდა შევიდეთ, რეჟიმი უნდა დავასრულოთ და ახალი არჩევნები ჩავატაროთ. ძალას ვუპირისპირებთ ძალას. ძალა არის ერთობაში, ძალა არის კონკრეტულ მოქმედებებში.
სიტყვას თუ იტყვი დავიჭერთ ყველას – ეს არის გამოვლინება ხელისუფლების ყანყალი და ჯაყჯაყის. შეიძლება, მოვიდნენ და დამიჭირონ, მე ამისთვის მზად ვარ, ორი შვილი მრჩება გარეთ, მაგრამ მზად ვარ. დასაკარგი გვაქვს სამშობლო. ან ამას ვაკეთებთ სამშობლოს სიყვარულით, რომ ამ ვითარებას თავი დავაღწიოთ,
ან არა და ვეგუებით მონობას. რომც დააპირონ მონობა, მაინც მიადგებიან სახლებში. ამიტომაა ერთობა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, გადადონ გვერდზე ამბიციები. მე მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტზე არასდროს მომიწერია ხელი, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, მაგრამ არასდროს არავინ დამიმუნათებია”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.