spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლევან ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ეხმაურება და საგამოძიებო უწყების ქმედებებს “ფაფხურს” უწოდებს.

 

მან საგანგებო ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართა და აღნიშნა, რომ მთავარი დანაშაულის ადგილი სწორედ სუს-ია, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს.

 

“ეს არის ფაფხური და მეტი არაფერი. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი. ეს არის ადგილი, საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და ქართულ ოცნებას, რომლებიც შემდგომ ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ევროპელი სამართალდამცველები ბიძინა ივანიშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ. 

 

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გატარდება საგამოძიებო მოქმედებები უკვე ევროპელი სამართალდამცავების მეშვეობით და სავარაუდოდ, ეს ადამიანები იქნებიან სანქცირებულები. სწორედ ამის გამო ეწვით, ამის გამო მიმართეს პროპაგანდას და ამის გამო ამოქოქეს ის სიცრუის მანქანა, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები აშუქებენ”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

ლევან ხაბეიშვილმა დღეს კონკრეტული მისამართიც გააჟღერა, სადაც მისი ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის ქოლ-ცენტრია განთავსებული. 

 

“მე ამასობაში კონკრეტულ ოფისებთან დავდივარ, ვასაჯაროებ კონკრეტულ მისამართებს, ასევე მინდა ჟურნალისტებს გითხრათ, რომ მაგალითად ჭავჭავაძის 30 ნომერში მოწყობილი, ახლაც ფუნქციონირებს ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც არის უჩა მამაცაშვილის. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გადაამოწმოთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები