ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ! ეს არის ჩვენი ადგილობრივი ლიდერების დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებით, ვინც ფიზიკურად იბრძოლეს ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“რუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დანაშაული იყო, რასაც აკეთებდა ადგილობრივი მერი პატარა მინიგარქ რუს ჩიგოგიძესთან ერთად. კი, ეს აღიარა მდინარაძემ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ნოდარ დუმბაძის სკვერი შევინარჩუნეთ, გადავარჩინეთ და ეს არის ჩვენი ადგილობრივი ლიდერების – დავით მჟავანაძის, თათია ნიკოლაშვილის, არჩილ სიხარულიძის და იმ მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა, ვინც ფიზიკურად იბრძოლეს ნოდარ დუმბაძის სკვერის გადასარჩენად.
მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად იცოდეს, რომ აბსოლუტურად ყველას ინტერესების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოლებს, ჩვენ ვართ ხალხის პარტია და ვიქნებით იქ, სადაც სჭირდება ხალხს. ეს არის პირველი პატარა, მაგრამ ჩოხატაურისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომ შევინარჩუნეთ ნოდარ დუმბაძის სკვერი და რუსულ პარტიას მოუწია ამ ინიციატივის უკან წაღება”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.