“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძემ თავი თბილისელებს კორუფციული გარიგებებითა და ნეპოტიზმის სკანდალებით დაამახსოვრა.
“გვაჩვენა ალვის ხე, რომელშიც გადაიხადა 1 მილიონი და შემოგვასაღა, როგორც ნაძვის ხე და ეს ჩამოიტანა მილანიდან. მის ნათელ მილიონ წულაიას მისცა 16 მილიონი ლარის ქონება ერთ ლარად. ანუ, ჩვენი მოსახლეობის ქონება აჩუქა 1 ლარად. ასევე, ჩვენ გვახსოვს, კალაძე მთავრობის სხდომაზე მოყვა, რომ 500 ტონა ჯართი რკინა დაკარგა, როგორ შეიძლება 50 ტონა დაკარგო, რომელსაც რამდენიმე ამწეკრანი, რამდენიმე ტრაილერი სჭირდება. ეს კაცი თავიდან ბოლომდე, ფეხიდან თმის ღერამდე ჩართულია კორუფციულ გარიგებაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
“ქართული ოცნება” კახი კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს.