spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ეს ქალი არის ბიძინა ივანიშვილის “ჯიბის” პრეზიდენტი, რომელიც დღეს, როგორც ადვოკატი ისე გამოიყვანა

დღეს სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა,  როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი,  – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.  

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარა, როდესაც თქვა,  რომ ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა. 

 

“16 ივნისს “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე რომ არ გავა,  ცხადია. პრეზიდენტსაც რომ ვამბობთ, უნდა დავამატოთ, რომ ეს ქალი არის ბიძინა ივანიშვილის “ჯიბის” პრეზიდენტი, რომელიც დღეს, როგორც ადვოკატი,  ისე გამოიყვანა. 

 

ქალბატონმა სალომემ ევროპულად, რაღაც “სვეტსკურად” მოყვა, რომ ევროპარლამენტი თურმე ტყუილად დებს ბრალს ბიძინა ივანიშვილს. ევროპა შეცდომაში ყოფილა შეყვანილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.  

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას 20 ივნისს დაგეგმილი  აქციის ეშინია და ამას ემსახურება პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს აქციის დაანონსება. 

 

“20 ივნისის ეშინიათ ცხადია, ამას ემსახურება 16 ივნისი.  სუსმა დაუწერა ტექსტი მე მგონი სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები