spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – გიგი უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება

გიგი უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა და არ განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა.

 

“გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ არის პარტიის რიგითი წევრი, აპირებს ამ სტატუსიდან ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქმნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხადია, არსებობს ამ მიმართულებით კომუნიკაცია. მხოლოდ მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონკრეტულ ერთობებს, იქნება ეს ბორდი, საბჭო, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „გამარჯვების პლატფორმისთვის“ მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველამ იგრძნოს თავი კომფორტულად, იმ პოზიციაზე, სადაც თავი წარმოუდგენიათ.

 

მე მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ, ყველას ველაპარაკებით. შეგიძლიათ, თქვენ იყოთ მედიატორი და გიგასაც დაველაპარაკოთ, თუ ის გადაწყვეტს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძოლებს და არა ყოფილ თავმჯდომარეს ტალახს ესვრის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: “ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია; ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები