ამ თემაზე კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა საუბრები ცხადია, გვაქვს და გვექნება, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ჰქონდა თუ არა კონსულტაციები “გამარჯვების პლატფორმაში“ გაერთიანებსზე გიორგი მარგველაშვილთან.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.
“გიორგი მარგველაშვილი სადაც არ უნდა იყოს, რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, იბრძოლებს პუტინის კარის ოლიგარქის და რუსული პარტიის წინააღმდეგ. აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.