“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განაცხადებით, პარტიის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
“ეს ქალბატონი არავის აურჩევია, დასვეს კრიმინალურად, ხალხს მოჰპარეს არჩევნები და ისეა სალომე ზურაბიშვილი არჩეული. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ამ იმპიჩმენტში, ამ სიგიჟეში, რომელიც თავად დადგეს, მოიგონეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის პარტიის ფრაქციის გადაწყვეტილება. პოლიტიკური საბჭო ამაზე იმსჯელებს და საბოლოოდ ეს გაფორმდება, ამაზე პოლიტიკური საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ასევე, მსჯელობა გვექნება „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიაზე, გეგმასა და კამპანიაზე, რომელიც მთელ საქართველოში გვაქვს დაწყებული. ყველას თავისი პოზიცია აქვს, ჩვენთვის საინტერესო არის სკოლის მოსწავლეების პრობლემა, სტუდენტების, პენსიონერების“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.