spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ის თუ მართლაც გლდანშია, ნიშნავს იმას, რომ განზრახული აქვთ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება

ფაქტობრივად, სუს-ის აგენტებს, რუსეთის ფედერაციის “ნასედკებს” უგდებენ ხელში მესამე პრეზიდენტს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება მხოლოდ მისი ლიკვიდაციის გეგმას ემსახურება. 

 

“ასე გამოიყურება, მკვლელი, რუსული ხელისუფლება, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გაიტაცა სააკაშვილი ისე, რომ არათუ მისმა ადვოკატებმა, სახალხო დამცველმაც არაფერი იცოდა. მისი ნების წინააღმდეგ ხდება გლდანში მისი გადაყვანა. ოღონდ ჯერ, ამ დრომდე არავინ უნახავს სააკაშვილი გლდანში გადაყვანილი. თუ ეს მართლაც ასეა, რაც გაავრცელეს, არ მინდა უბრალოდ, დავიჯერო, რომ ის მართლაც გლდანშია, ეს არის რუსეთის სპეცსასმსახურების მიერ დავალებული საქმის შესრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ განზრახული აქვთ სააკაშვილის ფიზიკური განადგურება. 
შევახსენებ საზოგადოებას, რომ გადაიყვანეს იქ, სადაც კრიმინალების მობილიზებაა, მკვლელების, ყაჩაღების, რომელსაც ხმალაღებული ებრძოდა სააკაშვილი 2012 წლიდან. ფაქტობრივად,  სუსის აგენტებს, რუსეთის ფედერაციის “ნასედკებს” უგდებენ ხელში მესამე პრეზიდენტს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას. 

 

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები