“სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი მარიონეტები აბსოლუტურად გაცნობიერებულად იკავებენ ბავშვების, ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი რუსეთის მხარეს. გასაკვირი არც არის, რადგან ომის დამფინანსებელი, რუსი ოლიგარქების პირდაპირი მოკავშირე და პარტნიორია “ბორენკა” ივანიშვილი”, – წერს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
“უკრაინელ ხალხსა და მათ მებრძოლ პრეზიდენტს სჭირდება უპირობო მხარდაჭერა ბოროტებასთან ბრძოლაში! ეს ბოროტება და სივერაგე საქართველოსა და ქართველ ხალხს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი – მისი სისასტიკისგან მოყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ღია და მოუშუშებელი გვაქვს! უკიდურესად გაუგებარი და მიუღებელია ასეთი განსაცდელის დროს გარკვეული რევიზიები, ჩასაფრებები, თავდასხმები, ნიშნის მოგება მოძმე, უკრაინელი ხალხისა და მათი მებრძოლი მთავარსარდლის მიმართ, განსაკუთრებით საქართველოსგან! უკრაინას თავს დაესხა რუსეთი, პუტინი.
რუსეთი სჩადის ტერორისტულ მოქმედებებს უკრაინაში! რუსეთი და პუტინი არის ომის პარტია, ხოლო უკრაინა და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო იბრძვის მშვიდობისთვის! შეუძლებელია თავდამსხმელი იყოს მშვიდობის პარტია (რუსეთი) და ომის პარტია იყოს ის, ვინც თავს იცავს და გმირულად იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ!
სამწუხაროდ, ივანიშვილი და მისი მარიონეტები აბსოლუტურად გაცნობიერებულად იკავებენ ბავშვების, ქალების, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი რუსეთის მხარეს.
გასაკვირი არც არის, რადგან ომის დამფინანსებელი, რუსი ოლიგარქების პირდაპირი მოკავშირე და პარტნიორია “ბორენკა” ივანიშვილი.
ყველა სახელმწიფოს თავისი სტრატეგია, ხედვა და დამოკიდებულება აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ საბოლოოდ უმარტივეს ჭეშმარიტებაზე შეთანხმდება ყველა, შეთანხმებულია – პუტინი მკვლელია, რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია!
დიდება უკრაინას დიდება გმირებს!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში