spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს ემიგრანტებისთვის

ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა

მისივე თქმით, იმ უბნებზე, რომლებიც გახსნილია ემიგრაციაში, მაქსიმალური გამოცხადება იქნება.

“ქართულ ოცნებას” რა ჰგონია, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ხალხი რომ ემიგრაციაში გარბის, გაჭირვებას რომ გაურბის, ის ემიგრანტები ივანიშვილს დაუჭერენ მხარს? როგორ გაგვაღარიბე, რა კარგია, რომ გაგვაქციე ქვეყნიდან, როგორი მადლიერები ვართ, რომ შვილები დავტოვეთ და ამიტომ თქვენ დაგიჭერთ მხარსო? გვესმის, რომ ივანიშვილს ემიგრაციის ეშინია, იმიტომ რომ ეს ხალხი მისი პოლიტიკის შედეგად წავიდა ქვეყნიდან, დატოვა ოჯახები, ვერ ნახულობენ შვილებს, დას, ძმას და ამიტომ, რა არის არანორმალური იმაში, რომ ემიგრაციის 90% წინააღმდეგია ივანიშვილის? რატომ აქვთ წარმოდგენა, რომ შეიძლება ემიგრანტებმა მათ დაუჭირონ მხარი? მოდი, ამ თემას შეეშვან, არ არიან მანდ ძლიერები”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები