spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – კანონპროექტს ხმას არ მივცემთ, რადგან არ ეხება ბიძინა ივანიშვილს და როგორ გამოიყენებს შემდეგ მას “ქართული ოცნება“ არავინ იცის

ამ კანონპროექტს ხმას არ მივცემთ, რადგან ის არ ეხება ბიძინა ივანიშვილს და როგორ გამოიყენებს შემდეგ მას „ქართული ოცნება“ არავინ იცის, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ განუცხადა, რომლის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო. 

 

ხაბეიშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული კანონპროექტის მიღება უშედეგო იქნება. 

 

“დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ვერ ჩაითვლება წარმატებულ კანონად. ამ ქვეყანაში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი. ოლიგარქობა ნიშნავს ფულიანი ადამიანის გავლენას ხელისუფლებაზე, შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ერევა ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, ვინ ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ვინ ირჩევს მინისტრებს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. 

 

დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, გარკვევით განგვიმარტეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. მის კარზეა ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი. შესაბამისად, ფასადურად მიღება კანონის იმის სათქმელად,  რომ ჩვენ შევასრულეთ 12 პუნქტი, შედეგს ვერ მოგვცემს. 

 

რაც შეეხება განხილვებში მონაწილეობას, ჩვენ ვმონაწილეობთ კანონპროექტების განხილვაში, რადგან გვინდა ეს 12 პუნქტი შესრულდეს,  თუმცა ამ კანონპროექტს ხმას არ მივცემთ, რა თქმა უნდა, რადგან ის არ ეხება ბიძინა ივანიშვილს და როგორ გამოიყენებს შემდეგ “ქართული ოცნება” ამ მიღებულ კანონს, არავინ იცის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები