spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ხვალ უნდა შევიკრიბოთ კანცელარიასთან და ასევე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 4 იანვარს, 18:00 საათზე თბილისში  სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება. 

 

მისივე თქმით, აქცია გაიმართება შეკვეთილშიც, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

 

“მსოფლიოს მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის, მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან. შესაბამისად დედაქალაქში ხვალ, 4 იანვარს 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და მხარდასაჭერად უნდა შევიკრიბოთ სახელმწიფო კანცელარიასთან და ასევე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ასევე 18:00 საათზე. 

 

ხვალ სახელმწიფო კანცელარიიდან გვექნება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლთან და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავარი ბოროტების წყარო საქართველოში, ჩვენსა და ევროპას შორის კარებში გაჩხერილი არის ბიძინა ივანიშვილი და 2023 წელს რუს ოლიგარქთან ერთად უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით აქციები 4 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან და საქართველოს 8 ქალაქში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები