spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ, პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების უფლება გვქონდეს

დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

“დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, ასევე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან, ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა, სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაგამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხადია, ჩართონ მკურნალობის პროცესში. 

 

ასევე მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება, ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ. თავმჯდომარისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არ შეშლას. პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თვეა, არ გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ პრეზიდენტ სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ უფლების განხორციელების შესაძლებლობას, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები