spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასანქცირებულთა სიაში

კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასანქცირებულთა სიაში როგორც მთავარი რუსეთუმე,  პუტინისტი საქართველოში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

“გუშინ რუსულმა ოცნებამ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, როდესაც შენ სამშობლოს, შენს მიწას – თავს ესხმის იმპერია. იმპერია, რომლის მიზანიც შენი ხალხის წარსულის, შენი ხალხის ტრადიციების, შენი ხალხის აწმყოს და მომავლის, შენი ხალხის იდენტობის და არსებობის გაქრობაა.

 

ამიტომ, იმ ქყვენის შვილს, რომლის 20 %-იც  ოკუპირებულია, არ აქვს იმაზე დიდი სურვილი და მიზანი, ვიდრე საკუთარი სამშობლოს დეოკუპაცია და თავისუფლებაა.

 

არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებს და პოლიტიკურ იდეოლოგიებს – ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს გააკეთოს ყველაფერი, რომ იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში. არ არსებობს უფრო დიდი მიზანი ვიდრე ის რომ მრავაფლეროვან ქართველ ხალხს ქონდეს საკუთარ სამშობლოში ბედნიერებისკენ სწრაფვის შესაძლებლბა, ქონდეს ერთიანი სამშობლო, სამართლიანი გარემო და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანა.

 

არის კითხვა – რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო გახდეს ერთიანი? რა არის წინაპირობა საქართველოს ერთიანობის? პასუხი ცალსახა და მარტივია. რუსეთი უნდა დამარცხდეს – უკრაინაში.

 

თუ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, ჩვენ, საქართველოს, გვიჩნდება შანსი გავერთიანოთ ქვეყანა, მაგრამ თუ რუსეთი “ამყარებს მშვიდობას” მთელს უკრაინაში, ისე როგორც ბუჩაში, ირპენში და მარიუპოლში, მაშინ საქართველო არათუ გაერთიანდება – შეკითხვა დადგება ასე – არსებობს კი საქართველო საერთოდ?

 

მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში.მარცხდება იმიტომ რომ ბოროტს აუცილებლად ძლევს კეთილი.მარცხდება იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკა არის  ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის 2 % და მას უპირისპირდება მთელი ცივილიზებული სამყარო.
მარცხდება იმიტომ რომ განვითარებული სამყაროსთვის რუსეთის დამარცხება ზუსტად ისევეა ყოფნა-არყონფნის საკითხი, როგორც უკრაინისითვის.  მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხის და მათ შორის გმირი ქართველი მებრძლების თავგანწირვით.

 

რუსეთი მარცხდება უკრაინაში – მან დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის ოლქები, რუსებმა დატოვეს ხერსონი, ლიმანი, იზიუმი და ბოლო რუსი ჯარისკაციც აუცლებლად დატოვებს უკრაინას.

 

რუსეთი ობიექტურად მარცხდება, რუსეთი მარცხდება და რუსეთი დამარცხდება, ეს არის ფაქტი, ეს არის კანონზომიერება და ეს არის გარდაუვალი.

 

ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების მკვეთრ ზრდას, მათ შორის უახლესი, შორსმსროლელი, მძიმე და შეტევითი შეიარაღების ნაწილში.

 

რუსეთი მარცხდება და ეს ჩანს თუნდაც რუსულ სამთავრობო მედიაში ატეხილ ისტერიაში.

 

უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო საბოლოოდ თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს.

 

ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი სრულიად გულშემატკივრობს უკრაინას, ოცნება კი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.ამიტომ მივმართავ ირაკლი კობახიძეს:

 

რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმეტესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და მისი ქვეყნის გაერთიანებისკენ, ერთიანი საქართელოსკენ და ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოს და მომავლის გაქრობის მცდელობაზე – იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის.

 

საბოლოო ჯამში პუტინის ლაქია, მსახური კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასანქცირებულთა სიაში როგორც მთავარი რუსეთუმე,  პუტინისტი საქართველოში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები