spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მძიმე საყურებელია ყოფილი თანაგუნდელების მსგავსი დაპირისპირება

კობახიძემ ფაქტობრივად ნარკომოხმარებაში დაადანაშაულა გახარია. როცა პრემიერ-მინისტრი იყო, მაშინ ამას გვიმალავდა? – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ექსპრემიერის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. 

 

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ გახარიას არ უნდა დაეკისროს. 

 

“მძიმე საყურებელია ყოფილი თანაგუნდელების მსგავსი დაპირისპირება, ფაქტობრივად, ხდება  ერთმანეთის წინააღმდეგ კონკრეტული ბრალდებების წაყენება. 

 

კობახიძემ ფაქტობრივად ნარკომოხმარებაში დაადანაშაულა გახარია, მისი ტექსტი ყოველ შემთხვევაში ამას ნიშნავს და თუ აქამდე იცოდა, პრემიერ-მინისტრი რომ იყო, ის ამას გვიმალავდა? მოსახლეობას უმალავდა?.. როცა საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ჩანაწერები ვიღაცის დროს კეთდებოდა გახარიაზე მე ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება არ მაქვს და კარგი შეხედულების არ ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს,  რომ პასუხისმგებლობა არ ეკისრება აქ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, სუსის ხელმძღვანელს, ან ღარიბაშვილს თუ სხვას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “დღის ამბები”. 

 

“ქართული ოცნების” ლიდერები თავიანთ განცხადებებში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ბრალდებებს ყოფილი პრემიერისა და მისი გუნდის წევრების მისამართით აჟღერებენ. ყოფილი თანაგუნდელები ასევე გიორგი გახარიას ნარკოდამოკიდებულებაზე მიანიშნებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები