spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მე ვარ მომხრე განახლების და ცვლილებების, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

არანაირი პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს.  მე ვარ მომხრე განახლებისა და ცვლილებების, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, კარგია,  რომ პარტიის თავმჯდომარე არჩევნების ჩატარების ინიციატივას დათანხმდა და ახლა მნიშვნელოვანია დროულად ჩატარდეს არჩევნები. 

 

“მივესალმები ჩემი მეგობრების თანამებრძოლების ინიციატივას, რომელიც უკავშირდება პარტიაში მეტ გახსნილობას, ღიაობას, განახლებას, პარტიის თავმჯდომარის არჩევას. მივესალმები,  რომ ამ ინიციატივას დაეთანხმა პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა,  რომ იქნება პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მისივე თქმით, არ შეიძლება პარტიზანები ეძახო  საკუთარი პარტიის წევრებს, რომლებმაც ეს ინიციატივა გააჟღერეს.  

 

“არ შეიძლება პარტიზანები ეძახო შენს თანამებრძოლებს, ეს არის წარმოუდგენელი დამოკიდებულება პარტიის წევრების, საკრებულოს არჩეული წევრების მიმართ. არანაირი პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე ვარ მომხრე განახლების და ცვლილებების“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები