spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი

ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად. ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა. ვფიქრობ, ყველამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ეს გამოწვევა მივიღოთ. 

 

ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი. 

 

ხვალ, 10 ნოემბერს, 12:00 საათზე ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ საგანგებო განცხადებას”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები