spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია, კარგად გააანალიზოთ, სანამ არჩევანს გააკეთებთ

არჩევანის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინოთ – თუ გინდათ, რომ მარტო ლენინგრადში გაფრინდეთ და მოსკოვში, კი ბატონო, და თუ გინდათ ევროპისა და ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ, ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქი ამას არ გააკეთებს, –  ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს უნდა, რომ საქართველო რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს.

“არჩევანის გაკეთების დროს უნდა გაითვალისწინოთ – თუ გინდათ, რომ მარტო ლენინგრადში გაფრინდეთ და მოსკოვში, კი ბატონო, და თუ გინდათ ევროპისა და ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ, ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქი ამას არ გააკეთებს, მეტიც, რუსეთის უკანა ეზოდ უნდა, რომ აქციოს ჩვენი ქვეყანა და ამიტომ, მნიშვნელოვანია, კარგად გააანალიზოთ, სანამ არჩევანს გააკეთებთ და ასევე სანქციები, რომლებიც უკვე კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ, თუ ქვეყანა ასე გააგრძელებს, ქვეყნის სახელმწიფოს მტრები, რუსეთუმეები, რუსეთის უკანა ეზოდ, რომ უნდათ საქართველო გახადონ, თუ ასე გაგრძელდება  სანქციები ემუქრება, სამწუხაროდ, ქვეყანას და ქვეყნის სანქცირება ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური კოლაფსი იქნება და ახლა ადამიანები, რომლებიც ვსაუბრობთ და ვიღაცას ხელფასი აქვს 500, 1 000 თუ 2 000 ლარი, ეს ლარი გახდება კუპონი. აქეთკენ მივყავართ ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები