spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მოგვიგზავნეს ზონდერები, ფრაქციის თავმჯდომარეები, მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გუბერნატორის მამა აკონტროლებდა ტერიტორიას

ოპოზიციური პარტიის წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოზურგეთში საკრებულოს  დეპუტატები,  მათი ოჯახის წევრები და ახლობლები დაუპირისპირდენ, ისინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ადგილობრივებთან საუბრის საშუალებას არ აძლევდნენ. იყო როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება. 

 

დაპირისპირება პოლიციის შენობის სიახლოვეს, ეკლესიის ეზოში ხდებოდა.  მიუხედავად ამისა, ოპოზიციის თქმით, სამართალდამცველები ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ და აღნიშნეს, რომ დაპირისპირების ლოკაციის პოვნა გაუჭირდათ. 

 

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია რეგიონებში მათ ზონდერებს  ახვედრებს, ამიტომ ოზურგეთში შეხვედრა ეკლესიის ეზოში დანიშნეს, თუმცა “ქართული ოცნება” ვერც ამან შეაჩერა.  

 

“ეკლესიაშიც  იგივე გააკეთეს, მოგვიგზავნეს ზონდერები,  ფრაქციის თავმჯდომარეები, მოადგილეები, საკრებულოს წევრები,  გუბერნატორის მამა აკონტროლებდა ტერიტორიას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

 

“ნაციონალური მოძროაბის“ წევრები სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთდ რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და ევროკავშირში ინტეგრაციის სიკეთეებზე  და 3 ივლისის აქციაში მონაწილეობის მიღების საჭიროებაზე ესაუბრებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები