spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მოსამართლე ირაკლი შენგელიას ცოლისძმაც სასამართლოში მუშაობს, დაც, დისშვილიც, დისშვილის მეუღლე – პარლამენტში და მისი ნათესავიც

“თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში,  საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე?  ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ“,-ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

“ცინიზმის მწვერვალია, როდესაც ნიკა გვარამიას ასამართლებთ იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრი პირადი სარგებლობისთვის კერძო კომპანიის ავტომობილს მოიხმარდა და თუ ვინმეა დახელოვნებული,  მათ შორის, საწვავის მოპარვაში და აუდიტის სამსახური წერს ხოლმე ამას, რომ 60 ლიტრიან ავზში 80 ლიტრ საწვავს ასხამენ ხოლმე მაღალი თანამდებობის პირები – ამისთვის დასჯილი ჯერ არ მინახავს. ასევე, ასი ათასობით ლარს რომ იხდით ახალ ავტოპარკში, ოღონდ მოსახლეობის თანხებით. თქვენ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხებით სარგებლობთ და კაციშვილი არ დაგიკავებიათ.  პარლამენტარ ნინო წილოსანის მამასთან დაკავშირებით 65 მილიონიანი დავა რომ მიმდინარეობს, დამთავრდა? საზოგადოებას უთხარით, მართალია ეს კაცი თუ მტყუანია. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურა ამბობს, რომ 65 მილიონი ლარი მოიპარა და ამ დრომდე სასამართლო არ დასრულებულა, არ გამართლებულა ეს ადამიანი და არ უთქვამთ, რომ მართალია. ასევე,  დეპუტატი ტურძელაზე, რომელიც  ვაკის გამგებელი იყო. ტურძელაძეს, რომელიც ერთ-ერთ არჩევნებზე,  ვაკის რაიონში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო,  „ქართული ოცნების“ ფული მოპარეს.  გამოძიება დაიწყეს და ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.  

 

პარტიას ფული მოპარეს, ვაკის გამგებელი ადგა და მისი აქტივისტები რომ დაეკმაყოფილებინა, გამგეობიდან გამოყო სოციალური მუხლიდან თანხები და ჩაურიცხა. ეს კაცი დღეს პარლამენტში ზის. ამაზე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი?   როდესაც მოსამართლეზე ვსაუბრობთ – ლაშა ჩხიკვაძე ხომ მიდიოდა ამერიკელების დაფინანსებით? გვარამიას საქმე, ასე ვთქვათ, რომ შეასრულა, ხომ აღარ მიდის? ეს ხომ შემდგარი ფაქტია? მინდა, ვუთხრა მოსამართლეებს,  ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში „ქართულ ოცნებას“.  კლანზე რატომ გწყინთ? ერთ მაგალითს მოგიყვანთ – მოსამართლე ირაკლი შენგელიას  ცოლისძმაც სასამართლოში მუშაობს, დაც, დისშვილიც, დისშვილის მეუღლე – პარლამენტში და მისი ნათესავიც. მოსამართლე ილონა თოდუას მეუღლე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მუშაობს, დეიდაშვილი მოსამართლეა, მეორე დეიდაშვილიც სასამართლოში მუშაობს, ბიძაშვილი – აღსრულების ეროვნულ ბიუროში. კლანი მეტი რა არის, თუ არა ეს კონკრეტული ფაქტები. 

 

თქვენ ასეთი პოლიტიკური მიდგომა გაქვთ – ზეთი გაძვირდა? არა უშავს, პრეზიდენტი სააკაშვილი მყავს ციხეში. საწვავი ღირს 4 ლარი? მერე რა, გვარამია ხომ დავიჭირე? ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა და ქვეყნიდან გარბის? ტყვეობის გარდა, ვკლავთ მესამე პრეზიდენტს. კმაყოფილები იყავით, პური არ გაქვთ, მაგრამ სანახაობა ხომ გაქვთ? ამიტომ, ნუ ინერვიულებთ – ეს მიდგომა ჩამოგიყალიბდათ წლების განმავლობაში. ყველაფერს მიხედავთ, ოღონდ ხალხის პრობლემაზე და ხალხზე არ იფიქროთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები