spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება

ცხადია, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება. ის აკეთებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. იცით, რომ მზად არის, მაგალითად, პოლონეთის ხელისუფლება, თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა. 

 

მეორეა, რომ მოსამართლემ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან, ბიძინა ივანიშვილის გავლით. ეს ორი არჩევანია გასაკეთებელი და დაველოდოთ. 

 

გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრობას და სახალხო პროცესს. ცხადია, საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება. ცხადია, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები