spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს

მზად ვარ, მე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს, – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის  ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს, მოწმეებზე, ანუ “რობოკოპებზე” , განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს. მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება. 

 

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მზად ვარ, მე ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს”, – წერს ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები