“ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”. აღარ არის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ის ვერ ილაპარაკებს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით. მე მას ლაპარაკს, საუბარს ვერ ავუკრძალავ, არც ვაპირებ, არც ჩემს ინტერესში არ არის. მან თავად გადაწყვიტა, აღარ იყოს პარტიის წევრი.
მან გადაწყვიტა, რომ გაემიჯნოს “ნაციონალურ მოძრაობას” და უკვე 8 თვეა, ამას აკეთებს. მე და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ახლა მეტსაც გეტყვით იქნებ ხვალ პირობითად თქვას, რომ იცით რა, მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მინდა ბრძოლა, დავამთავრე ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და “ნაციონალურ მოძრაობას” პირობითად ვესროდი ტალახს, კობახიძის პირით ვსაუბრობდი, “პოსტივის” და “იმედის” მესიჯბოქსით ვლაპარაკობდი, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ბიძინასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ. რა ვიცი, ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა “ფორმულას” ეთერში.