პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილება ბრძოლის სტრატეგია, რომელიც ქვეყყნის მასშტაბით უზრუნველყოფს სახალხო აქციებსა და პროტესტს, რომელიც საბოლოო ჯამში, დაასრულებს რუს ოლიგარქსა და მის რეჟიმს.
“პოლიტსაბჭოს დასრულებამდე მე ამ გადაწყვეტილების შესახებ, ცხადია, ვერ ვისაუბრებ. ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. პოლიტიკური საბჭოს სხდომა რომ იმართება, იქ მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ, გამორიცხვით, რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ როცა ჩემი კოლეგები, ყველა ერთად ვიმსჯელებთ, საჯაროდ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი”, – აცხადებს ხაბეიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში 100-ზე მეტი წევრია.