spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე დიახ, უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

 

როგორც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გადის საქართველოს ევროპულ მომავალზე.

 

“ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. საქართველოს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში იქნება პროტესტი. ყველამ თქვენი ბრაზი გამოხატეთ ივანიშვილის მიმართ. პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე დიახ, უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მომავალთან. ნურავინ იფიქრებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს თუ წამებით მოკლავენ ციხეში, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” აქციები ხვალიდან რეგიონებში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები