შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შოთაძემ იცოდა, რომ სანქციები მასაც შეეხებოდა.
“პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე.
დარწმუნებული ვარ, ყველა მოძალადეზე, რომელიც იდენტიფიცირებულია, კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება.
შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ის ფარულად ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, ის აუცილებლად იქნება სანქცირებული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.