spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა

წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა… პუტინმა, მადლობა გადაუხადა რუსულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა –  გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები… 

 

ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე … 

 

ქართველი ხალხის ნება ურყევია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს.

 

წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო… უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი…  ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ”, – წერს ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები