spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ყველა ადამიანს, ვინც ამ გამოსახლებაში მონაწილეობა მიიღო, უნდა ესმოდეს, რომ ისინი ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან

ყველა ადამიანს, ვინც ამ გამოსახლებაში მონაწილეობა მიიღო, უნდა ესმოდეს, რომ ისინი ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

“მილიარდერმა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში გვაყურებინა, როგორ გამოიყვანა ძალით მევახშე ბანკირმა, როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში, ყინვაში. ამიტომ, არჩევანი არის უმარტივესი – აქეთ, ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე, იქით ევროპული ცივილიზაცია, აქეთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება, იქით ქართველი ხალხის დოვლათი და ეკონომიკა, აქეთ საბანკო ოლიგარქია და პროცენტები, რომელიც კისერზე აწევს მოქალაქეს.

 

ყველა ადამიანს, ვინც ამ გამოსახლებაში მონაწილეობა მიიღო, უნდა ესმოდეს, რომ ისინი მონაწილეობენ არაჰუმანურ აქტში, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, როცა ადამიანის უფლებებს ლახავენ და ძალადობრივი გზით ადამიანს ასახლებენ სახლიდან”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

კეკელიძის ქუჩიდან დღეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 ადამიანი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები