spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი

დარწმუნებული ვარ, რომ აქცია იქნება მრავალფეროვანი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც სურს ევროპული მომავალი, დღეს შევიკრიბებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

“მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დანებდება და ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ. მე მოვუსმინე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ისინი არათუ უერთდებიან აქციებს, არამედ არიან თანაორგანიზატორებიც. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება აქციაზე, იქნება ორგანიზატორი.

 

საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება პარტიული, თუ ვინმეს რაიმე კომპლექსები აქვს, ეს მისი საქმეა. ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” ვიქნებით და ვართ ყველგან, სადაც საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

აქცია “ერთად ევროპაში” დღეს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე  დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები