“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიული სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელი და გასაძლიერებელი იწყება შიდა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნები 20 მაისამდე უნდა დასრულდეს, მზად ვიყოთ ყველა განვითარებული პროცესებისათვის, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, ასევე იცით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში.
პარტია უნდა შეხვდეს გაძლიერებული და ყველანაირი არჩევნებით დასრულებული ამ პროცესს.
ენმ-ში პარტიული სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელი და გასაძლიერებელი იწყება შიდა დემოკრატიული საარჩევნო პროცესი.
4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გასტანს ენმ-ის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია.
9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს ექნებათ საშუალება დაარეგისტრირონ საკუთარი მომხრეთა სია, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად.
14-16 მანძილზე არჩევნების მონაწილე ყველა მხარეს ექნება დრო და საშუალება გადახედოს და გადაამოწმოს საარჩევნო ერთიან ე.წ. სამაგიდო სია.
17-20 მაისს განსაზღვრული გრაფიკით ყველა რაიონულ ორგანიზაციაში ჩატარდება არჩევნები”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.