პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და “იმედმა” უნდა იცოდნენ, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება “იმედის” წინააღმდეგ.
“წამების, არაადამიანური მოპყრობის, ქაოსის “გამპრავებელი” ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც რუსეთში “რაშა თუდეი”.
ჩვენ ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ და საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, როცა თავ-პირს ალეწავენ ახალგაზრდებს, როცა 19-20 წლის ბიჭებს უშვებენ ციხეში, ამ ყველაფერს “აპრავებს” ტელეკომპანია “იმედი”. თუ გცემენ და თავის ქალას აგხდიან, “იმედი” მოგიყვებათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ამიტომ, პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და “იმედმა” უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა, ძალადობის წახალისება არ დარჩება საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.