spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – საქართველო არ დანებდება, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფა

პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით წერს.

“სახელმწიფოს ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა. პუტინმა, ივანიშვილის ხელით, მასხრად აიგდო საქართველოს სახელმწიფო. კიდევ უფრო ხილული როგორ უნდა იყოს “ეფესბეს” ღადაობა და გართობა ჩვენი ქვეყნით.

მსოფლიოს აჩვენებს პუტინი, რომ შეხედეთ, რას ჰგვანან ქართველები, ესენი გინდათ ევროკავშირში? ნახეთ, რის გაკეთება და “გაპრავება” შემიძლია ამ ქვეყანაში და ეს არის სახელმწიფო? პუტინის მესიჯი დანარჩენ მსოფლიოს – საქართველო – ეს მე ვარ! ჩემი მოედანია, ჩემი სათამაშოა და პრეზიდენტიც შესაბამისი დავსვი.

საქართველო არ დანებდება, ქართველი ხალხი არ შეეგუება ამ დამცირებას, ძალადობას და შეურაცხყოფას.

სრულიად მსოფლიო ნახავს, რომ ქართველ ხალხს აქვს ბრძოლისუნარიანობა და რუსის აგენტურას კუდით ქვას ასროლინებს.

ქუჩა, ქუჩა და ქუჩა! გამოსავალი მხოლოდ ერთობაშია. უპირობოდ უნდა გავიმარჯვოთ”, – წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები