spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – სავიზო სანქციების შემდეგ აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები

ივანიშვილი და მისი ე.წ. ხელისუფლება სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურად არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები.

“სავიზო სანქციების შემდეგ, აუცილებლად იქნება ფინანსური სანქციები და შეეხებათ არ აღიარებულ თანამდებობის პირებს. აშშ-მა გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც არის გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი აუცილებლად იქნება სანქცირებული. შესაბამისად, ივანიშვილი, ლილუაშვილი, გომელაური ,კობახიძე, ღარიბაშვილი ამ სანქციებს ნამდვილად ვერ გაექცევიან და დამატებით ის ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არბევენ, აწამებენ, არაადამიანურად ეპყრობიან საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 20-მდე პირს, მათ შორის მინისტრებს და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები