შეჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი ერთში მათი “მსგავსი” შეხვდებათ, როდესაც ძალა იქნება ერთობაში, როდესაც 6-8 ჯალათს 2000 კაცი არ გავატანთ საწამებლად ჩვენს გვერდით მდგომს!, – ამის შესახებ“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.
“როდესაც სამართალი და კანონი არ არსებობს, ზუსტად იგივე ქმედება უნდა დავუპირისპიროთ თუ არა მწამებელს, მარბიელსა და ჯალათს?!
გამიტაცეს, მაწამეს, 27 წუთი არ ამომასუნთქეს, სიკვდილამდე მირტყამდნენ როგორც მტერს – არანაირი სხვაობა რუსის “სალდატსა” და მათ შორის არ იყო.
ასეთ დროს ზუსტად იგივე არ უნდა დავუპირისპიროთ?! არც მეტი და არც ნაკლები – ზუსტად იგივე!
და თუ ასე არ ვიქცევით, სამართალს სად ვეძებთ ან სად ვიპოვით?! თავის დაცვის უფლება ჩამორთმეული გვაქვს?!
თუ მათ აქვთ განუსაზღვრელი უფლება დაგვასახიჩრონ, გვაწამონ?! – მერე ნიღბები მოიხსნან, ჩასხდნენ ავტომობილებში და მშვიდად იყვნენ ოჯახებში?! იარონ რესტორნებში, ყველა დღე ჩაგვიარონ გვერდით და როდესაც მოესურვებათ გაიკეთონ ნიღბები და ისევ დაგვლეწონ?!
არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ საინტერესოა…
ბედნიერები, გაკრეჭილები გვასახიჩრებენ და ასე გააგრძელებენ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
შეჩერდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი ერთში მათი “მსგავსი” შეხვდებათ, როდესაც ძალა იქნება ერთობაში, როდესაც 6-8 ჯალათს 2000 კაცი არ გავატანთ საწამებლად ჩვენს გვერდით მდგომს! იფიქრეთ”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.