spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – სიცოცხლე თუ გაწირე საქართველოსთვის, 800-ლარიანი ხელფასი 1 კვირა გადადე და დადექი ხალხის გვერდით

ეს ხალხი, ვინც საზოგადოებას უნდა იცავდეს, დაბლაგვებული დგას აქ და ხალხს აჯერებენ, რომ ომში იბრძოდა. ხელებს დავბან ისეთ ხალხს 2008 წლის ომში რომ იბრძოდა, მოვემსახურები მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მაგრამ, ამბობენ, რომ ომში ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგო და დღეს რუსებს იცავენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხალხი, ვინც საზოგადოებას უნდა იცავდეს, დაბლაგვებული დგას და ხალხს აჯერებენ, რომ ომში იბრძოდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოსულია საზოგადოება და აპროტესტებს ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზება. ამ ადამიანებს ნუ ეძახით ძალოვან უწყებას, პოლიციას, ეს ხალხი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან, არღვევს კანონს და ამ ადამიანებმა უნდა მიიღონ პასუხი, ამისთვის საჭიროა ვიყოთ ბევრნი, ვიყოთ მობილიზებულად და უნდა მივაწვეთ. სანამ არ გავარღვევთ ამათ, მანამდე უნდა მივაწვეთ. ეს ხალხი, ვინც საზოგადოებას უნდა იცავდეს, დაბლაგვებული დგას აქ და ხალხს აჯერებენ, რომ ომში იბრძოდა. ხელებს დავბან ისეთ ხალხს 2008 წლის ომში, რომ იბრძოდა, მოვემსახურები მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მაგრამ, ამბობენ, რომ ომში ვიბრძოდი რუსების წინააღმდეგო და დღეს რუსებს იცავენ. სიცოცხლე თუ გაწირე საქართველოსთვის, 800-ლარიანი ხელფასი 1 კვირა გადადე და დადექი ხალხის გვერდით. ამ ძალოვნებზე დგას “ქართული ოცნება“, თორემ ზარქუა რომ დააყენონ აქ, ხომ შეჭამს საზოგადოება პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები