spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ვითანამშრომლებთ

“სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ”, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარემ ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში  კითხვას, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს ამის შესახებ.

 

“ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, თითქოს გაბუტულის პოზიციაში არიან, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას არ გეგმავს იქამდე მაინც, ვიდრე მესამე პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები