spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – სრულიად ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე

ქვეყანაა გადასარჩენი. ჩვენ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის. 

 

“ქართულმა ოცნებამ”  ფაქტობრივად დაარღვია კონსტიტუცია, ცვლიან საქართველოს საგარეო კურსს. “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, მოდი, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი ხაზები, პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ პარტიებს შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა გადასარჩენი, ჩვენი შვილების ევროპული მომავალი დასაცავი, ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, ვგულისხმობ, პროევროპულ, პროდასავლურ, პროქართულ, პროეროვნულ პარტიებს, ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და არათუ მხოლოდ საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.

 

ჩვენ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დიალოგისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა”, – განაცხადა ლევან  ხაბეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები