თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, რუსულ ოცნებას არანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ.
“რაც დღეს ჩვენ ბათუმში ვნახეთ, ეს იყო კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ და ჩვენ ვნახეთ გიორგი კირთაძეზე ორგანიზებული ტიტუშკების თავდასხმა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად ორკესტრირებული და ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, რუსულ ოცნებას სურს, რომ რუსული პიარ კამპანია, რომ თურმე პრობლემა არაა, რომ რუსებს და ცდილობენ რუსი ტიტუშკები მიუგზავნონ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ ქართულად და ვისაც უნდა ცივილიზებული სამყაროს წევრობა.
დღეს თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, რუსულ ოცნებას არანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვთ, მათი სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გიორგი კირთაძეს დღეს ბათუმში პირდაპირ ეთერში ჩართვისას დაესხნენ თავს.