მიზნებზე როდესაც საუბრობთ, თქვენი მიზანი, გაცხადებული არის თუ არა ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა? – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“მიზანი ამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა, მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს, არსებობს თუ არა და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობს და დაადასტურეთ. შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის ნახვა საჭიროების შემთხვევაში? აბსოლუტურად ყველა გადარიცხვის.
მიზანთან დაკავშირებით ასევე, როდესაც ამბობთ, რომ პრობლემაა გაურკვეველი ფინანსები, ამას ამბობთ სიტყვიერად, როდესაც მიზნებიდან ამოდიხართ, თურმე ვიღაც ამ ფულს სხვა მიზნებისთვის იყენებს – არსებობს თუ არა ერთი ფაქტი მაინც, მოიყვანეთ ერთი მაგალითი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო უწყებებს, არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, რომ რაიმე გადარიცხვა იყო არასწორი, რომ რაიმე იყო კორუფციული?
მიზნებზე როდესაც საუბრობთ, თქვენი მიზანი, გაცხადებული არის თუ არა ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა?”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.