მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რეგიონებში გრძელდება.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები დღეს წალენჯიხაში შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
“წალენჯიხა ერთსულოვანია ამ მოძრაობაში და იქნება ბრძოლის ავანგარდში, ისევე, როგორც მრავალი წელია, არის ისტორიულად – მადლობა თითოეულ წალენჯიხელს,
ჩვენი მიზნის მისაღწევად, მოგვიწევს მოქმედება, მობილიზება და სახალხო პროტესტი, რომელმაც უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის გარუსება”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
წალენჯიხის მცხოვრებლები სხვა მოქალაქეების მსგავსად თბილისში დაგეგმილ დიდ აქციას შეუერთდებიან.