spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – წარმოუდგენელია ერთი და იმავე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება

ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებებს.

 

“ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, იმ ქვეყანაში, სადაც 100 000 ბავშვი შიმშილობს, 400 000 პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, დაბალი პენსია, ადამიანებს არა აქვთ სამსახური. გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის, პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და, მით უმეტეს, სურთ ხალხის მხარდაჭერა, საკუთარ პრობლემებზე არ უნდა ისაუბრონ რამდენიმე საათის განმავლობაში. ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმისა და ჯუჯღუნის ყურება, შესაბამისად, ახლა დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი და სწორი.

 

რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობაში და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, გარეთაც, ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი. ეს არის სიმართლე, დანარჩენი კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნების, წუხილების, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, ეს მათი საქმეა, თუ რამე დამატებით იციან, ჯობია, მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე მე ვაკეთო კომენტარები. წარმოუდგენელია ერთი და იმავე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. ასე არ გამოვა, ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. თუ ასე გააგრძელებს მუდმივად თავისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას და არავის ეს არ აინტერესებს. 

 

გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო, რომ კობახიძის, ზარქუას, “პოსტივის“ ნარატივებით, სფიჩებით და მესიჯბოქსით საუბრობს კონკრეტული ადამიანი. გულწრფელად ვწუხვარ, რაც მეტს გააგრძელებს, გაუღრმავდება დეპრესია, უფრო მეტს ინერვიულებს, ოღონდ ეს მისი პრობლემაა. მე მაინტერესებს ხალხის პრობლემები და ამ პრობლემების მოგვარების გზები, თქვენ გაინტერესებთ და მეკითხებით ერთი კონკრეტული ადამიანის წუწუნზე, ჯუჯღუნსა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. არ ვიცი, ეს უმძიმესია ჩემთვის, მართლა ვწუხვარ, მეტი როგორ გითხრათ, მეტი მართლა არ შემიძლია გამოვხატო თანადგომა, ასე ვთქვათ, არაადეკვატურობის გამო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა. მან გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძის პრემიერ მინისტრობაზე საუბარმა, გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გახლიჩა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები